воскресенье, 15 августа 2010 г.

სასწავლო ფილმები(დააკლიკეთ)

სასწავლო მეთოდების გზამკვლევი(დააკლიკეთ)


.ქვემოთ კი წარმოდგენილია მეთოდების რამოდენიმე ვარიანტი

№ 1
ანოტაცია

1. გაკვეთილის მიზანი:

ა) დედის როლი შვილის ცხოვრების წარმართვაში; სკოლისა და მშობლის როლი სწავლისა და სწავლების დონის ამაღლებაში (`ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი!~)
ბ) მოსწავლეები წარმოადგენენ მიზნობრივად შექმნილ ლიტერატურულ კომპოზიციას:
`წუთისოფელი დედისა
მხოლოდ შვილი და შვილია~
გ) გამოყენებული იქნება თვალსაჩინოება _ მოსწავლეთა ხელნაწერი _ `წერილი დედას~, მშობელმა უნდა ამოიცნოს თავისი შვილის ხელწერა.
დ) გაკეთდება გამოკითხვა: ჩემი საყვარელი ფერი, ზღაპრის გმირი, კერძი,ერტი, პროფესია _ მშობლის და შვილის პასუხი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში მშობელი ვერ მოიპოვებს ქულას.

2. განსაზღღწევი შედეგი / ინდიკატორები :

ა) მოსწავლე გადმოსცემს ქართველი და უცხოელი მწერლებისა და პოეტების გამონათქვამებს დედაზე.
ბ) მოსწავლე ასრულებს მუსიკალურ ნომერს.
გ) მოსწავლე ასრულებს ზღაპრულ ინსცენირებას.
დ) მოსწავლე მეტყველებაში იყენებს აქტიურ ლექსიკას და ასაკისათვის დამახასიათებელ ენობრივ ფორმებს. ახასიათებს მოვლენებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით, წინადადებებს წარმოთქვამს დო ინტონაციით.
ე) რამდენად სრულფასოვნად იცნობს დედა შვილს.

ნამუშევრის სრული ვერსია


I აქტივობა _ საუბარი (3 წუთი)
მისალმება. დედის დღის მილოცვა. მოსწავლეებმა იციან გამოჩენილი ადამიანების გამონათქვამები დედაზე ( ა. წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, ვ. ჰიუგო, ვაჟა-ფშაველა, ნ. ჟორდანია, გ. ტაბიძე, კ. გამსახურდია, მ. ფოცხიშვილი, ნ. დუმბაძე, მ. მაჭავარიანი, მ. მრევლიშვილი . . ) , ახდენენ მათ პრეზენტაციას
II აქტივობა _ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია:
` წუთისოფელი დედისა
მხოლოდ შვილი და შვილია~ (15 წუთი)

კომპოზიციის გეგმა:
1. დედის ლოცვა : `ჰოი, წმინდაო დედოფალო~
2. ანდაზები
3. სიმღერა
4. ცნობილ პოეტთა ლექსები
5. ცეკვა
6. ინსცენირება
7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი მოსწავლის ლექსი
8. სიმღერა

III აქტივობა _ კონკურსი დედებისათვის:
ა) ` რა მოგწონს? ~ (8 წუთი)
მაგნიტურ დაფაზე გაკრულია თვალსაჩინოებები წარწერით: პროფესია, დესერტი, კერძი, ზღაპრის გმირი, ფერები თვალსაჩინოების მომზადებაში აქტიურადაა ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი მოსწავლე. ფორმატი დაყოფილია უჯრებად. ტითოეულში მოსწავლის სახელი წერია. მშობელი მიდის დაფასთან, ნახულობს თავისი შვილის უჯრას და პასუხებს წერს შიგ.
ბ) `წერილი დედას~
მშობლები ნახულობენ წერილებს და უნდა იპოვონ თავისი შვილის დაწერილი წერილი.

IV აქტოვობა (4 წთ) _ შედეგების დაჯამება კონკურსში `რა მომწონს?~ _ ხუთი დასმული კითხვიდან ოთხმა მშობელმა გასცა 3 სწორი პასუხი, 10 _ 2 სწორი პასუხი, 4 _ ერთი სწორი პასუხი, 6 კი _ ვერცერთი სწორი პასუხი ვერ ამოიცნო.
ბ) კონკურსში `ნაწერის ამოცნობა~ _ შვილის წერილი იპოვა 12 მშობელმა.

V აქტივობა _ დასკვნა(2წთ) _ ზემოთაღნიშნული კონკურსის შედეგად გაკეთდა მოსწავლეთა ერთობლივი დასკვნა.: `მეტს მოველოდით, იმედი გაგვიცრუეთ~
ანალოგიური დასკვნა გაკეთდა მშობელთა მხრიდანაც : გვაპატიეთ მაგრამ მგონი მართლა არ გიცნობთ.

VI აქტივობა _ შეფადება (2წთ) _ მოხდა შეფასება კომენტარებით მასწავლებლის მხრიდან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჩართულობის ხარისხზე _ მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ გაკვეთილის მსვლელობაში. მაღალი შეფასება მიეცა მოსწავლეთა თვითშემოქმედებას. გამოვლინდა ყველაზე აქტიური ოთხი მშობელი.

№ 2
ამ მასალას აქვს როგორც ვიზულური, ასევე ინტელექტუალური დატვირთვა, ასეთი მასტიმულირებელი თვალსაჩინოება იწვევს დადებით ემოციებს, რაც თავისთავად აისახება შედეგზე _ დიდია მოსწავლეტა აქტივობანი გაკვეთილის პროცესში და ხელს უწყობს სააზროვნო, საკომუნიკაციო უნარ _ ჩვევების გამომუშავებას.

თვალასაჩინო მასალის გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

• 20-დან 100-ის ფარგალში რიცხვების სახელდება

• ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში თანრიგების მითითება,ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობის დასახელება და ერთეულის თანრიგში ნულის გამოყენების აზრის განმარტება.

• მოცემული რიცხვების დალაგება ზრდის/კლების მიხედვით

• მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება.

• მოცემული რიცხვების უახლოესი ათეულისა და ოცეულის დასახელება.

• რიცხებზე შეასბამისი არითმეტიკული მოქმედებების შსრულება (გაადიდე-შეამცირე)

• რაოდენობების შედარება.

ეს მასალა გათვლილია როგორც წყვილებში ასევე ჯგუფებში სამუშაოდ.

ბავსვებს ეძლევათ სხვადასხვა ტიპის დავალებები:

 წაიკითხეთ მოცემული რიცხვები

 დაალაგეთ ზრდის/კლების მიხედვით

 მოძებნეთ რიცხვი რომელიც შედგება 4 ათეულისა და 5 ერთეულისაგან

 მოძებნეთ, ამ რიცხვებიდან რომელია უდიდესი? უმცირესი?

 რა რიცხვია? რას აღნიშნავს 6-იანი? 3-იანი? დაასახელეთ ამ რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვები.

 მოძებნეთ ისეთი ორნიშნა რიცხვი რომელშიც ერტეულის აღმნიშვნელი ციფრია 6.

 დაასახელეთ მოცემული რიცხვის უახლოესი ათეული

 მარჯვნივ დაალაგეთ ლუწი რიცხვები მარცხნივ კენტი რიცხვები.

 გაადიდე/შეამცირე 12-ით.

ზღაპარ-ქალაქი რიცხვეულეთი

ზღაპარ-ქალაქ რიცხვეულეთში სამი ზღაპრული “დასახლებაა”: ერთეულეთი, სადაც ერთეულები ცხოვრობენ, ათეულეთი, სადაც ათეულები ცხოვრობენ და ოცეულეთი სადაც ოცეულები ბინადრობენ.

ყვავილების ფერებად აღებულია სამი ძირითადი ფერი: წითელი ფერის ყვავილები ათეულებია, ლურჯი ფერის - ოცეულები, ყვითელი - ერთეულები.

ეს მხიარული ყვავილები ხშირად სტუმრობდნენ პატარებს და ერთად მსჯელობდნენ რიცხვთა შედგენილობაზე.

 მოცემულია რიცხვი 43 მოვწესრიგოთ ამ რიცხვის შესაბმისი რაოდენობა (განვიხილავთ სხადასხვა ვარიანტს)

 ავიღოთ ორი ოცეული, ერთი ათეული და ხუთი ერთეული. რა რიცხვი შეესაბამება მოცემულ რაოდენობას

 ამოხსენით გამოსახულება იპოვეთ შედეგი და მოაწესრიგეთ ამ შედეგის შესაბამისი რაოდენობა და ა.შ.

“ყვავილებს” ბავსვებისათვის მოაქვთ სავარჯიშოები, რომელიც ჯიბაკებში ალაგია. მოსწავლე, რომელიც ბარათზე დაწერილ სავარჯიშოს ამოხსნის, თავის სახელობის ყვავილს დასვავს “მინდორზე”. (ყვავილზე აწერენ სახელებს). თუ მოსწავლეს უკვე აქვს თავის სახელობის ყვავილი გამორჩეული აქტიურობისას ყვავილის გულსა და ფურცლებზე აკრავს ღიმილებს. წარმატებულად ითვლება ის მოსწავლე, ვის ყვავილზეც ყველაზე მეტი ღიმილი მოიყრის თავს.

ამ თვალსაჩინო მასალას აქვს როგორც ვიზუალური, ასევე მასტიმულირებელი დატვირთვა. ბავშვები ცდილობენ იყვნენ წარმატებულნი.

სიმინდის გროვები

ამ თვალსაჩინო მასალისთვი გამოვიყენე სამი ფერის სიმინდის გროვრბი: წითელი, ყვითელი და თეთრი. ეს მარცვლებიუ მოთავსებულია პატარა პარკებში გარკვეული რაოდენობის მიხედვით. წითელი სიმინდის მარცვლები ოცეულებია, ყვითელი – ათეულები, თეთრი – ერთეულები.

ამ თვალსაჩინო მასალის გამოყენებით მოსწავლეები სწავლობენ ორნიშნა რიცხვების შედგენილობას, ეცნობიან ოცეულს, როგორც სათვლელ ერთეულს.

მასწავლებელი ამოწმებს შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს:

• ორნიშნა რიცხვის შესაბამის გროვებად მოწესრიგება

• რაოდენობის დადგენა და ოცეულის ათეულისა და ერIეულის გამოყენება შესაბამისი რაოდენობის აღსანიშნავად.

ეს მასალა ძირითადად გათვლილია წყვილებში სამუშაოდ.

ბავშვებს ეძლევათ სხვადასხვა ტიპის დავალებები:

 ვაჩვენებთ ორნიშნა რიცხვს. მოვაწესრიგოთ ამ რიცხვის შესაბამისი გროვა.

 ავიღოთ 5 ათეული და 3 ერთეული. რა რიცხვი შეესაბამება მოცემულ გროვას (53). კიდევ როგორ შეიძლება ამ რიცხვის შესაბამის გროვებად მოწესრიგება? (განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი).

 მარჯვნივ დაალაგეთ 1 ოცეული 2 ათეული და 6 ერეთეული, მარცხნივ 3 ათეული და 6 ერთეული. შევადაროთ რომელია მეტი. (ტოლია)

 ავიღოთ 3 ოცეული 1 ათეული და 2 ერთეული. მოცემული გროვა გავადიდოთ/ შევამციროთ 1 ათეულით. რა რიცხვი მიიღება? ჩაწერე ეს რიცხვი და მიუწერე წინა და მომდევნო რიცხვები.

მოცემული თვალსაჩინიება ეფექტურად გამოვიყენე შეკრება – გამოკლების სწავლების პროცესში.

ფერადი კოჭები

ამ თვალსაჩინო მასალის გამოყენებით მოსწავლეები მსჯელობენ და სწავლობენ სამნიშნა რიცხვების შედგენილობას.

რადგან ბუნებაში სამი ძირითადი ფერია და ეს კარგად იციან პატარებმა, პირობითად ავიღე რომ წითელი ფერის კოჭები აღნიშნავდნენ ათეულებს, ყვითელი ფერის – ერთეულებს, ლურჯი ფერის – ასეულებს,

თვალსაჩინეობას ვიყენებთ როგორც კლასთან მუშაობისას ასევე ჯგუფური მუშაობის დროსაც.

სრულდება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები

 მოაწესრიგეთ მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობა კოჭების საშუალებით,.

 ავიღოთ 2 ერთეული 7 ასეული 5 ათეული. რა რიცხვი შეესაბამება მოცემულ რაოდენობას.( 752)

 ამოხსენით გამოსახულება, იპოვეთ შედეგი და მოაწესრიგეთ ამ შედეგის შესაბამისი რაოდენობა.

მთვარის მოტანილი გამოსახულებები

მოცემული თვალსაჩინო მასალის გამოყენების მიზანია შემოწმება და შეფასება იმისა, თუ რამდენად სწორად იყენებენ მისწავლეები შეძენილ ცოდნას.

 გამოსახულება, რომლის შედეგი ლუწი რიცხვია ავღნიშნოთ წითელი ვარსკვლავით, გამოსახულება, რომლის შედეგი კენტი რიცხვია – ვარდისფერი ვარსკვლავით

 გამოსახულება, რომლის შედეგი ორნიშნა რიცხვია ავღნიშნოთ წითელი ვარსკვლავით, გამოსახულება რომლის შედეგი სამნიშნა რიცხვია – ყვითელი ვარსკვლავით. (III კლასი)

“ჩვენი მეგობარი ნაფნაფი”

ნაფნაფი ბავშვების უსაყვარლესი მეგობარია. იგი ხშირად სტუმრობს პატარებს, ბავშვები მას ეხმარებიან ღობის აწყობაში. ნაფნაფიც არ იზარებს და პატარებისათვის ათასგვარი სავარჯიშოები მოაქვს, რომელსაც თავის სახლში ათავსებს ხოლმე. ბავშვები დიდი ინტერესით ელოდებიან მეგობარი გოჭის დავალებებს და ცდილობენ თავი არ შეირცხვინონ მასთან:

 დაუიკვირდით როგორი თანმიმდევრობით უნდა ნაფნაფს ღობის აწყობა და დაეხმარეთ.

 შეავსეთ გამოტოვებული პოზიციები.

 ღობეებზე მიკრულია გამოსახულებები. დაალაგეთ გამოსახულებები მათი მნიშვნელობის ზრდის მიხედვით და ააწყვეთ ღობე.

 ღობეებზე გამოსახულებებია გააკარით მხოლოდ ის ღობე, რომლის შედეგი ლუწი/კენტი რიცხვია.

 ნაფნაფს აწყობილი აქვს რამდენიმე ღობე, რომელზედაც მაგალითებია განთავსებული. დაუკვირდით მიმდევრობას, დაადგინეთ რა იქნება შემდეგი გამოსახელების შედეგი, იპოვეთ შესაბამისი გამოსახულებიანი ღობე და გააგრძელეთ მიმდევრობა.

ჩუტყვავილა

თვალსაჩინოებას ძირითადად ვიყენებ იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სწორად იყენებენ მოსწავლეები სეძენილ ცოდნას. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მიღებული ცოდნის მობილიზება და გამოყენება.თვალსაჩინოება ხელს უწყობს სააზროვნო უნარ _ ჩვევების გამომუშავებას.

გათვლილია წყვილებში ჯგუფებსა და კლასთან სამუშაოდ.

ყვავილის გულსა და ფურცლებზე ჩალაგებულია რიცხვები მოქმედებათა ნიშნებით.

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მონაცემების მიხედვით გამოსახულებების შედგენა და ამოხსნა. გამოსახულებები შეიძლება ამიხსნას როგორც ზეპირად, ასევე წერილობით.

ყვავილის გულსა და ფურცლებზე განთავსებული ჯიბაკები საშუალებას იძლევა თვალსაჩინო მასალი მრავალჯერადად გამოყენების შესაძლებლობას, ერთნიშნა, ორნიშნა , მრავალნიშნა რიცხვების შეკრება _ გამოკლების, გამრავლება _ გაყოფის შესწავლის დროს.

თუ ყვავილის ფურცლებში ჩავალაგებთ გამოსახულებებს შესაძლებლობა იქნება მოცემული თვალსაჩინოებით გამოსახულებების შედგენაც.

ამოცანები

თვალსაჩინოება გათვლილია წყვილებსა და ჯგუფებში სამუშაოდ.

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

• ამოცანის ამოსახსნელად შესაბამისი არითმეტიკული მოქმედების შერჩევა და შესრულება

• ამოცანის შესადგენად შესაბამისი მონაცემების მოძიება, შერჩევა და ამოხსნა.

• მარტივი და შედგენილი ამოცანების განსხვავება

• ორმოქმედებიანი ამოცანების ამოხსნა

• შეძლონ მონაცემთა დალაგება ისე, რომ ამოცანა ამოიხსნას ერთი ან ორი მოქმედებით.

ბავშვებს ეძლევათ შემდეგი ტიპის დავალებები:

 შეადგინეთ და ამოხსენით ამოცანა

 დასვით კითხვა, ისე, რომ ამოცანა ამოიხსნას ორი მოქმედებით.

 ბავსვებს ურიგდებათ თვალსაჩინო მასალა და ცალკე მონაცემები. (30 ლარი, 15 ლარით მეტი, 45 ლარი, თოჯინა? ორივე?). ბავშვებმა უნდა შეძლონ მონაცემები ჩაალაგონ ჯიბაკებში ისე, რომ მიიღონ ერთმოქმედებიანი, ორმოქმედებიანი ამოცანები. განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი.

“ტუკი-ტუკი”

თუთიყუში ტუკი-ტუკი პატარების უსაყვარლესი მეგობარია. მას ბავშვებისათვის ,რომლებიც გაკვეთილზე გამოირჩევიან აქტიურობითა და ჩართულობით, ყოველთვის აქვს კვერცხებში ჩალაგებული სავარჯიშოები და ვარსკვლავები. მოსწავლე, რომელიც სრულყოფილად ამოხსნის სავარჯიშოს, იმსახურებს ვარსკვლავს, რომელსაც აკრავს სახელმძღვანელო წიგნში. მოსწავლე, რომელიც თვიდან–თვემდე ყველაზე მეტ ვარსკვლავს მოიპოვებს ამ თვის გამარჯვებულად ითვლება და მოიპოვებს ღიმილს.

ქართული ანბანი და მხიარული რიცხვები

თვალსაჩინოების გამოყენების მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ დაადგინონ ასოს შესაბამისობა რიცხვთან.

სავარჯიშო სრულდება ჯგუფებში.

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მოცემულ რიცხვებს შეუსაბამონ ასოები ისე, რომ მიიღონ სიტყვები. ეს სიტყვები იწერება დაფაზე.

ჯგუფებს ეძლევათ ახალი დავალება: დაალაგონ სიტყვები ისე, რომ მიიღონ წინადადება. წარმატებულად ითვლება ის ჯგუფი, რომელიც დროულად და უშეცდომოდ შეასრულებს მოცემულ დავალებას.

ასეთი ტიპის სავარჯიშოები ხელს უწყობს მოსწავლეებში დაკვირვებას, მსჯელობა-დასაბუთების, პრობლემის გადაჭრის, სააზროვნო და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

პიქტოგრამა

პიქტოგრამები ბავშვების საყვარელი სავარჯიშოა. ამ თვალსაჩინო მასალის საშუალებით ბავშვებმა გაიგეს, ვის რომელი ხილი და მულტიფლიკაციური ფილმი უყვარს, გაარკვიეს რა არის პიქტოგრამა, როგორ შეავსონ ან წაიკითხონ იგი.

თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ პიქტოგრამის შევსება, ზეპირსიტყვიერი აღწერა,იმის გარკვევა, თუ რას გვიჩვენებს მოცემული პიქტოგრამა.

თვალსაჩინოების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში სააზროვნო, საკომუნიკაციო სა შემოქმედებითი უნარის განვითარებას.

ხილი და გეომეტრიული ფიგურები

ამ თვალსაჩინოების გამოყენებით მასწავლებელი ამოწმებს, შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს:

• ერთი კლასის ობიექტთა შესახებ მონაცემების მოწესრიგება რაიმე წესით.

• რაოდენობის დასადგენადთვლის სხვადასხვა ხერხის გამოყენება.

• მოცემული რაოდენობის განახევრება-გაორმაგება და მისი დაკავშირება შეკრება/გამოკლებასთან.

• მეტ-ნაკლებობის დასადგენად დაწყვილების ხერხის გამოყენება.

• მონაცემთა მიხედვით ამოცანების შედგენა

არეები და საზღვრები

თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

• განასხვავონ ფიგურის შიდა და გარე არე

• მიუთითონ ფიგურის შიგნით გარეთ და საზღვარზე მდებარე საგნებზე

• მონაცემთა მიხედვით შეავსონ ცხრილი, შეადგინონ გამოსახულებები და ამოცანები

სავარჯიშოები გათვლილია ჯგუფებში სამუშაოდ:

 შიდა არეში დადევით 5 რგოლი, გარე არეში-7, საზღვარზე-3

 რამდენი ჭიამაიაა შიდა არეში? გარე არეში? საზღვარზე? შეავსე ცხრილი.

 შიდა არეში ჩაწერე 20-ზე მეტი ექვსი რიცხვი, გარე არეში-20-ზე ნაკლები.

 შიდა არეში დადევი 12 რგოლი, გარე არეში 7-ით ნაკლები, შეადგინეთ და ამოხსენით ამოცანა.

 შეადგინეთ გამოსახულებები მონაცემთა მიხედვით

 მოცემულია რიცხვები. შიდა არეში დაალაგე რიცხვები, რომლის უახლოესი ათეულია 70, გარე არესი – რომლის უახლოესი ათეულია 80, საზღვარზე დადევით ისეთი რიცხვი, რომლისთვისაც 70 და 80 უახლოესი ათეულია. (75).

ნაძვის ხე

ეს არის შეფასების ნაძვის ხე

ხელოვნების გაკვეტილზე ბავშვებმა თავიანთი თითები დახატეს მწვანე ფერის ქაღალდზე, ეს თითები გამოვჭერით და ავაწყვეთ ნაძვის ხე. გადავწყვიტეთ ახალ წლამდე მაძვის ხე მოგვერთო.დავამზადე ფერადი სათამაშოები, რომელზეც მოსწავლეთა სურათები განვათავსე. მოსწავლე, რომელიც გაკვეთილზე წარმატებულად ჩაითვლებოდა, თავის სათამაშოს კიდებდა ნაძვის ხეზე.

ბავშვებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საახალწლოდ ყველას სათამაშო ყოფილიყო ნაძვის ხეზე

მოძრავი მაგნიტური საგნები_ პეპლები, ჭიამაიები, ყვავილები

თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლე არკვევს ჯგუფებში საგანთა რაოდენობას, საგანთა ჯგუფებს შორის დამოკიდებულებას ( მეტი, ნაკლები , იმდენივე) საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მოცემული საგნის რიგს, მოცემულ მიმდევრობაში ავსებს გამოტოვებულ პოზიციას, ან აგრძელებს მოცემულ მიმდევრობას., საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში.

შესაძლებელია შესრულდეს შემდეგი ტიპის დავალებები.

• მოცემულია 3 საგანი დავალაგოთ სხვადასხვანაირად.

• რომელია ზედმეტი?

• გააგრძელეთ ან შეავსეთ მიმდევრობა

• ფერი, ფორმა , ზომა

• გაზარდეთ / შეამცირეთ მოცემული რაოდენობა 3_ით. შეადგინეთ ამოცანა.

• ავიღოთ 3 ფერის ყვავილების გარკვეული რაოდენობა, შევადგინოთ ყველა შესაძლო ტოლობები და უტოლობები.

• ერთ მხარეს მაგნიტური საგნებია, მეორე მხარეს გამოსახულებები. დააკავშირეთ შესაბამისი რაოდენობა გამოსახულებებთან.

სამი გოჭი

სამი გოჭი ჩემი პატარების უსაყვარლესი სტუმარი და მეგობარია. მათთან შეხვედრა მათ ყოველთვის დიდი სიხარულით ავსებთ.

მოცემული თვალსაჩინოების გამოყენებით ბავშვები აგროვებენ მონაცემებს რეალურ ობიექტზე დაკვირვებით, ამოკრებენ საჭირო მონაცემებს, საგნების რაოდენობას და ადგენენ მოცემული საგნის შესაბამისობას რიცხვთან ან პირიქით, რიცხვს ურჩევენ შესაბამის რაოდენობას. ორსტრიქონიანი ცხრილის პირველ სტრიქონში ჩაწყობილია ბარათები, რომელზედაც თვალსაჩინოებაზე განთავსებული საგნები ხატია.

მეორე სტრიქონში ბავშვებმა უნდა შეძლონ ჩააწყონ რაოდენობის შესაბამისი რიცხვი. სამი გოჭი რომ მრავალჯერადი გამოყენების ყოფილიყო გოჭების სახლებში ჩავაწყვე ბარათები. ბავშვები ყოველთვის ინტერესით და ხალისით ელოდებიან ახალ _ ახალ ამოცანებასადა დავალებებს გოჭებისაგან.

ჩვენი მხიარული კლოუნი “კიკო”

კიკო _ ეს სახელი ბავშვებმა თვითონ შეურჩიეს ამ მხიარულ კლოუნს, რომელიც არასოდებს იზარებს და ბავშვებისათვის ახალ –ახალი რიცხვები გამოსახულებები და სიტყვები მოაქვს.

დავალებები სხვადასხვანაირია.

• იპოვეთ მინდორში გაბნეული და ყვავილის გულებში ჩამალული გამოსახულებების პასუხები.

• მიღებული რიცხვები დავალაგოთ ზრდის/ კლების მიხედვით.

ყველაზე მეტად ბავშვებს იმის ამოცნობა უყვართ თუ რა სიტყვა მოგვიტანა კიკომ. სავარჯიშოს შინაარსი ასეთია: ყვავილებში გაბნეული გამოსახულებების უკან ასოები წერია. ორსტრიქონია ცხრილის პირველს სვეტში ჩალაგებულია რიცხვები, ამიოხსნება გამოსახულებები და ასოს მხრიდან ჩალაგდება შესაბამისი რიცხვის ქვეშ. აიწყობა სიტყვა.

აქვე ბავშვებთან ერთად ვმჯელობთ თუ რატომ მოიტანა ესა თუ ის სიტყვა კიკომ და რისი თქმა სურს ამით ბავშვების მხიარულ მეგობარს.

ავაყვავილოთ ხე

მოცემული მასალა ეფექტური აღმოჩნდა იმდენად, რამდენადაც მან მომცა კონკრეტული მასალის შეფასების საშულება. საუბარია გამრავლება _ გაყოფის შესწავლაზე. გაზაფხულის დადგომას დაემთხვა მესამე კლასში გამრავლება _ გაყოფის შესწავლა, სწორედ აქედან გაჩნდა იდეა “აგვეყვავილებინა” ხე. ხეზე კი იმ ბავსვის სახელობის ყვავილი გაიშლებოდა, ვინც უშეცდომოდ შეძლებდა გამრავლება _ გაყოფას. ყვავილის გულში მოსწავლეების თავის ხელით წერენ სახელს და თავისივე ხელით აკრავენ ხეზე.

პატარები მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის , რომ ყველა სახელობის ყვავილი გაიშალოს ხეზე.

№ 3
,,ერთ თევზს თუ მომცემ, ერთ დღეს მეყოფა, თევზაობას თუ მასწავლი, არასოდეს მომშივდება". _ამბობს ჩინური ანდაზა.

როდესაც მოსწავლეს მეცნიერული კვლევისთვის საჭირო უნარ_ჩვევებს გადავცემთ, ჩვენ მათ ,,თევზაობას~ (ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას) ვასწავლით. სასკოლო რეფორმის ძირითადი მოთხოვნაც ხომ ესაა: სკოლამ უნდა შეძლოს აქტიური სამოქალაქო ცნობიერების მქონე პიროვნების ჩამოყალიბება. ამისათვის კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა მუშაობა პროექტებზე.

ს ა ს კ ო ლ ო პ რ ო ე ქ ტ ი _ მოსწავლეთა მიერ სხვადასხვა თემაზე წარმოებული დამოუკიდებელი კვლევაა, რომელსაც ზედამხედველობს პედაგოგი. პროექტებზე მუშაობის რდოს მოსწავლეები სწავლობენ: ურთიერთთანამშრომლობას, თავისუფალი აზრის გამოთქმას, თავიანთი მოქალაქეობრივი როლის განსაზღვრას, სამუშაო თემატიკის შესაბამისობაში მიზნების ჩამოყალიბებას, პრობლემების გამოკვეთას და მათ გადასაჭრელად სხვადასხვა სტრატეგიების შერჩევას.

ყველა ეს უნარები მოსწავლეებს ეხმარებათ ცოდნის შეძენაში, მასწავლებელს კი (სხვადასხვა საგნებში) სწავლების პროცესის წარმართვაში. აქედან გამომდინარე, ჩვენმა სკოლამ გადაწყვიტა პროექტების შემსწავლელი წრის გახსნა, რომელსაც მეოთხე წელია ვხელმძღვანელობ. მოსწავლეთა მიერ წრეზე დამუშავებულმა ხუთმა პროექტმა დაიმსახურა განათლების სამინისტროს ჯილდოები. დამუშავებულია პროექტები, რომელთაც ადგილობრივი მთავრობა გამოეხმაურა. ამიტომ მიმაჩნია, რომ პროექტებზე მუშაობით დაინტერესებულ პედაგოგებს მცირეოდენ მაინც წაადგებათ ჩემი რჩევები და მასაზრებები:

1. პროექტის შერჩევის დროს გაითვალისწინე იდეის აქტუალობა, რა შედეგებზე შეიძლება გახვიდე და შემდეგ შესთავაზე მოსწავლეებს.

2. მზად იყავით იმისათვის, რომ შეიძლება მოსწავლეებმა სხვა თემა შემოგთავაზონ. (მაგ. მე შეთანხმებული ვიყავი VII კლასელებთან გვემუშავა გუნდურ-ინტეგრირებული პროექტების კონკურსისათვის თემაზე ,,მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივები ამბროლაურში~. ერთ დღეს ამბროლაურში პოლიციამ დახოცა უპატრონო ძაღლები. აღელვებულმა გუნდის წევრმა ბიჭებმა მთხოვეს, რომ ისინი იმუშავებდნენ პროექტზე ,,ზრუნვა უპატრონო ძაღლებზე~. მე დავთანხმდი. მათ დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს. კარდაკარ დადიოდნენ მოსახლეობაში და ავრცელებდნენ ანკეტებს. პრეზენტაციაზე ქალაქის მერიიდან წარმომადგენელმა აღიარა მოსწავლეების მიერ შეთავაზებული ჰუმანური ვერსიები პრობლემის გადასაჭრელად).

3. პროექტზე მომუშავე მოსწავლემ პირველ რიგში უნდა გაითავისოს მასზე

დაწერეთ ის დიდ თაბახზე და გააკარით თვალსაჩინო ადგილზე. მეცადინეობის დროს, ჩამონათვალიდან, სამიზნე პუნქტზე შეაგროვეთ იდეები გონებრივი იერიშის _ მეთოდით.

4. გირჩევთ გამოიყენოთ ,,სამუშაო მაკეტი~. (ფოტო #2),

სადაც ცალ-ცალკე ჯიბაკებში იდება შეგროვილი მასალები. ეს გამოგადგებათ კვლევის დროს მასალების დაჯგუფება _ კლასიციფირებასა და დასკვნების გაკეთებაში.

5. შეძლებისდაგავარად დაიხმარეთ ადგილობრივი მასმედია (მაგ. პროექტებზე ,,რაჭული სუფრა~). ძალიან დაგვეხმარა ,,ამბროლაურის მოამბე~, რომელმაც სადისკუსიოდ გამოიწვია მოსახლეობა (დანართი #1).

6. ასწავლეთ მოსწავლეებს რესპოდენტებთან საურთიერთო ეთიკური ქცევები გამოიყენეთ როლური თამაში ,,მიკროფონით~; მოაწყვეთ პროექტის მასალების სასკოლო ფოტოგამოფენა (ამონარიდი ფოტომასალებიდან #3)

7. აუცილებელია პროექტის სასკოლო პრეზენტაცია. იზრუნე ისეთ აუდიტორიაზე, რომელიც საქმიანი წინადადებებით გამოეხმაურება პროექტს და დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში.

8. პროექტზე მუშაობის დროს განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ღია ტიპის შეკითხვები: ,,შენი აზრით ეს რა შედეგზე გაგვიყვანს?~ და სხვა. ეცადე პასუხს დადებითი შეფასება მოუძებნო. გახსოვდეს, ყველა მონაწილის მოსაზრება ღირებული და პატივსაცემია. ეს მოსწავლეებთან ურთიერთობის ნომერ პირველი წესია წარმატებული პროექტისათვის.

9. მუშაობაში დაიხმარეთ მშობლები. ეს მათი სკოლაში ჩართულობის უნიკალური შანსია.

სასკოლო პროექტების სახეები

I მეთოდური პროექტები

პროექტებზე მუშაობის დროს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის უნარ _ ჩვევები. ამიტომ ამ უნარების განვითარებას I კლასიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოუყალიბდება მოსწავლეს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, ურთიერთაზრის პატივისცემის უნარები ჩვევად. ,, ჩვეულება კი რჯულზე უმტკიცესიაო~ _ ამბობს ხალხური ანდაზა. ამ ჩვევების გამომუშავება კი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს მასწავლებლისაგან.

მინდა შემოგთავაზოთ პროექტები დამრიგებლებისათვის, რომელსაც პირობითად მეთოდური ვუწოდოთ.

I კლასში მიზნობრივი იქნება მუშაობა პროექტებზე ,,მოსწავლის თვითდამკვიდრება და აუცილებელი უნარ_ჩვევების განვითარება.~ მიზნები ნათელია. პროექტი გამოგვადგება სამოქალაქო აღზრდის საკითხების მოსაგვარებლად. ვფიქრობ ყველა დაინტერესებული მასწავლებელი შეძლებს შეადგინოს სავარჯიშოთა პაკეტი ამ პროექტის განსახორციელებლად, რომელიც მთელ სასწ. წელს მოიცავს. შემოგთავაზებთ რამდენიმე აქტივობას თემაზე ,,ახლებურად გავიაზროთ კლასის საორგანიზაციო კუთხე.~ ტრადიციულად პირველკლასელებს საკლასო ოთახებში ხვდება საორგანიზაციო კუთხე, სადაც მოთავსებულია გაკვეთილების ცხრილი, მორიგეობის სია, ქცევის წესები, დღის რეჟიმი. ბავშვი მას უნდა მორჩილებდეს, ადრეულ წლებში ზეპირადაც უნდა დაესწავლათ წესები მოსწავლეთათვის.

მოდით შევხედოთ ამას სხვა კუთხით. უმჯობესი ხომ არ იქნება მოსწავლე თვითონ გახდეს მონაწილე კლასის წესების, დღის რეჟიმის და სხვა შედგენა_გაფორმებაში? _ ნამდვიდად უმჯობესია. როგორ? _

აქტიური სავარჯიშო: ,,ეს ჩვენი ქცევის წესებია~

მიზანი: ბავშვებთან თანამშრომლობით შევადგინოთ ქცევის წესები

მასწავლებელი წინასწარ ჩაიფიქრებს, რომელი წესის ჩამოყალიბება სურს, შეარჩევს სიუჟეტურ მასალას და თამაშებით მიგვყავს პატარები იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია სკოლაში დროზე მისვლა. ვწერთ პირველ წესს: (გვერდით საათს მივუხატავთ, რადგან ბავშვებმა ჯერ კითხვა არ იციან)

,,ჩვენ სკოლაში დროზე ვცხადდებით~ (ნაცვლად ბრძანებისა _ არ დაიგვიანო!)

სავარჯიშო ,,გთხოვ შემომხედო და მომისმინო~.

მიზანი: ვასწავლოთ ყურადღებით მოსმენა

მსვლელობა: კლასი იყოფა წყვილებად. წყვილები ერთმანეთს უყვებიან ამბავს და თუ როგორ მოუსმინეს ერთმანეთს მასწავლებელი ამოწმებს. ბავშვები ამ თამაშით ხვდებიან თუ რაოდენ საჭიროა ერთმანეთის ყურადღებით მოსმენა და იწერება წესი: ,,ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ერთმანეთს~. ასე ყალიბდება ,,გვიყვარს სისუფთავე და წესრიგი~ ,,ჩვენ გვიყვარს და ვუფრთხილდებით სასკოლო ქონებას~. და ა. შ. შედგენილი ქცევის წესები არ საჭიროებს დაზეპირებას, იმთავითვე გათავისებული აქვთ პატარებს.

აქტივობა ,,ეს ჩვენი დღის რეჟიმია~

მიზანი: . მასწავლებლის და მოსწავლეთა ურთიერთანამშრომლობის უნარების განვითარება

• ისწავლონ დროის ფასი.

მასწავლებელი წინასწარ ამზადებს თაბახზე საათის მოდელს. ვეკითხებით: რომელ საათზე უნდა ავდგეთ? რა გავაკეთოთ? (ხელპირის დაბანა, ვარჯიში, საუზმე) ამას 9 საათამდე ხომ მოვასწრებთ? და 8-დან 9-მდე, ვარსკვლავის ერთ ქიმზე მოვათავსებთ შესაბამის სურათებს (რომელსაც ბავშვები თვითონ შეარჩევენ). ასე შედგება დღის რეჟიმის დანარჩენი მუხლები. ძალიან მოსწონთ ბავშვებს ასე გაფორმებული დღის რეჟიმი (ფოტო #4).

აქტიური სავარჯიშო ,,მე დღის მორიგე ვარ~

ბავშვებს ვურიგებ ხის სარჭებს, რომელზედაც მათი სახელებია დაწერილი. მუყაოზე ლამაზად გაფორმებულია კარადა, ყვავილები ქოთნით, ცოცხი და სხვ. ვეკითხები ვისაც ყვავილები გიყვართ, სარჭი ყვავილთან მიამაგრეთ და დღეს შენ მას უნდა მოუარო, სისუფთავე ვისაც უყვარს, ცოცხთან ამაგრებს სარჭს და ა. შ. ნებაყოფლობით, თავიანთი სურვილით არჩეულ საქმიანობას სიხარულით ასრულებენ მოსწავლეები (ფოტო #5).

სავარჯიშო ,,ინტერვიუ პირად საკითხებზე~

ეს სავარჟიშო წყვილებში სრულდება. ისინი მორიგეობით ენაცვლებიან ერთმანეთს _ კორესპონდენტი და რესპოდენტი. მასწავლებელი სათითაოდ უსმენს ყველა ინტერვიუს და სიხარულით ამბობს, რომ თურმე რამდენი ექიმი, ინჟინერი, მფრინავი თუ პოლიციელი ეზრდება ქვეყანას. თქვენ ღირსნი ხართ ასეთი გულსაბნევები გაგიკეთოთ მხოლოდ თქვენი დახმარება მჭირდება. ფოთლებზე თქვენი სახელები დააწერეთ, გააფერადეთ და გამოჭერით (გულსაბნევს კი აწერია _ გიხაროდენ! მე მოვდივარ). როცა ვეკითხები ბავშვს: რატომ უნდა გვიხაროდეს შენი მოსვლა? _ `მე კარგად ვისწავლი, ექიმი გამოვალ და ავადმყოფებს მოვარჩენ~. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უყალიბდება პატარას მოქალაქის საჭირო ღირებულებები. (ქსეროასლი)

სავარჯიშო `ვერ მიცანით?~

მიზანი: მოსწავლეები ამკვიდრებენ თავიანთ ინდივიდუალობას და იმაღლებენ თვითპატივისცემის გრძნობას, მხატვრული შემოქმედების მეშვეობით ქმნიან საკუთარ პორტრეტს.

ამის მსგავს სავარჯიშოებს დამრიგებელი ასრულებინებს ბავშვებს დისკუსიის წესების დადგენის დროსაც. წესების ჩამონათვალიც თვალსაჩინო ადგილზე უნდა გაიკრას (ფოტო #6)

პირველ წელს შეძენილი უნარ-ჩვევები გაუიოლებს ბავშვებს სამუშაო პროცესს II-IV კლასებში, სადაც პროდუქციულია პროექტი თემაზე: `ბავშვის როლი იმ სოციალურ ჯგუფებში, რომელსაც იგი მიეკუთვნება~. ამ პროექტის მასწავლებელი II-III კლ. მუშაობს `ჯაჭვური თხრობით~ რომლის გეგმაშიც შედის: `ეს ჩემი ოჯახია~, `დაბადების დღეზე~ `მეზობელი კარისაო~ `ერთხელ ჩვენს უბანში~, IV კლასში `ჩემი სოფელი ~, `სოფლის გამოჩენილი ადამიანები~ `ისტორიული ძეგლები~ `ჩემი სოფლის პრობლემები~. თითოეულ თემაზე შეჩერება ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ამ პროექტზე მუშაობამ კარგი შედეგი მომცა. IV კლასში ამ ჯგუფის მოსწავლეებმა დაამუშავეს პროექტი `ამბროლაურში ბავშვთა პარკის მოწყობა~. წარდგენილი იქნა გუბერნიის გაფართოებულ სხლდომაზე. მოიწონეს, მოსწავლეები დაასაჩუქრეს და იმავე წელს დაიწყო პარკისთვის პირველი რიგის სამუშაოები. მოსწავლეთა იდეების აღიარებამ და უფროსებისაგან მხარდაჭერამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა მათში შემეცნებითი და შემოქმედებითი ინტერესები. ეს აისახა კიდევაც მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში. სკოლის ყველა პედაგოგი აღიარებს ამ ჯგუფის განსაკუთრებულ უნარებს.

10. ამიტომ ჩემი რჩევაა _ ვიმუშაოთ პროექტებზე დაწყებითი კლასებიდანავე.

II. სასწავლო პროექტები საგნობრივია. ის თან ერთვის სახელმძღვანელოში პროგრამულ თემას, მოკლევადიანია. მისი მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება სწავლის პროცესით, საგნობრივი ცოდნის გაღრმავება და ამ ცოდნის გამოყენების პრაქტიკულ უნარების გამომუშავებით. ასეთი პროექტების განხილვა-პრეზენტაცია ხდება კლასშივე. მაგრამ მასწავლების შეხედულებისამებრ , შეიძლება საჯაროობის სახეც მიეცეს. მაგ. წელს ჩვენს სკოლაში ქიმიის მასწავლებლის ხელმძღვანელობით დამუშავდა ანტინარკოტიკული პროექტი `ცხოვრება სივრცეა, იპოვე შენი ადგილი~. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პოლიციის უფროსის მოადგილე, ექიმები, რომელთაც აღიარეს პროექტის აქტუალობა და გამოყენებადობა.

III. გუნდურ-ინტეგრირებული პროექტები არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული დისციპლინით. ასეთი პროექტები საგანთა ინტეგრირებულ ცოდნას მოითხოვენ. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს საგნების ცოდნასთან ერთად უვითარდებათ მოვლენებისა და პროცესების კომპლექსური ხედვის უნარები. ეს პროექტები გრძელ ვადიანია (5-6 თვე)

დიდი ინტერესით ჩაება ჩვენის სკოლის პროექტების წრის მოსწავლეები სასწავლო ოლიპიადებში 2006-07-08 წლებში გუნდურ-ინტეგრირებულ პროექტების კონკურსში.

წარდგენილი იქნა ხუთი პროექტი და ხუთივე პროექტმა გაიმარჯვა. მოსწავლეთა გუნდები დაჯილდოვდა შესაბამისი დიპლომებით და ფულადი პრემიებით.

ეს პროექტებია: `რაჭის საუკეთესო ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნებისათვის ზრუნვა~. (სასწ. ოლიმპიადა 2008 წ. გამარჯვებული)

2. `რაჭული სუფრის ადათ-წესების კვლევა~ (სასწ. ოლიმპიადა 2007 წ. გამარჯვებული)

3. `ხალხური ტრადიციებით რაჭული ღვინის წარმოება~ (2007წ. გამარჯვებული)

4. `რაჭაში გავრცელებული ხალხური საკრავების მოძიება-აღდგენა~ (2008წ. გამარჯვებული)

5. `მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივა ამბროლაურში~ (სასწ. ოლიმ. 2008 წ. გამარჯვებული) რაჭული ტრადიციების საკვლევ პროექტებში ერთი საერთო პრობლემაა: ეროვნული ტრადიციების დავიწყება-დაკარგვის საშიშროება. მიზანი კი _ მივიწყებული ტრადიციების მოძიება-აღდგენა და პოპულარიზაციაა.

მიზნის მისაღწევად, მოვიძიეთ ხალხში გაფანტული, მუსიკალური საკრავები (გუდასტვირი, ჭიანური, გარმონი, დაირა) ძველი ადათ-წესები, ფოტომასალები და ინფორმაციები ცნობილ მზარეულებზე, მარნის ხელავჯის ოსტატებზე, შევადარეთ ლიტერატურულ წყაროებს და გავაკეთეთ დასკვნები.

განსხვავებული დატვირთვა აქვს `რაჭული სუფრის~ პროექტს, რომელიც მოსახლეობაში ანკეტურ გამოკითხვის პასუხებს ეყრდნობა (დანართი ანკეტა #8) კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თანამედროვე სუფრა (ჭირის ან ქორწილის) რაჭაში დამახინჯებული ფორმაა და გამოკითხულთა 80%-ს არ მოსწონს. პროექტის სხვადასხვა აქტივობებით ასი ადამიანი მაინც დავაფიქსირეთ ამ საკითხზე. ხვალ ეს რიცხვი გაიზრდება. მასმედიის და ტელევიზიის საშუალებით, რაჭული (და საერთოდ ქართული) სუფრა დაიბრუნებს ყოფითი დანიშნულების იერსახეს, რომელიც შეზავებული იქნება დღევანდელი სუფრის ლამაზი ატრიბუტებით. ესაა პროექტის მიზანი. პროექტით მკითხველს რაჭულ სამზარეულოსაც ვთავაზობთ.

პროექტების დამუშავების დროს მნიშვნელოვნად დაგვეხმარა კარგად გააზრებული საგანთა კავშირის სქემა.

მიმაჩნია, რომ მოსწავლეთა იდეები მარტო ქაღალდზე არ უნდა დარჩეს. პროექტმა რაღაც წვლილი უნდა შეიტანოს სკოლისა და თემისათვის. ვნახოთ შედეგები:

• პროექტის ავტორებმა გაიღრმავეს ცოდნა რაჭაზე, მის მდიდარ სულიერ კულტურაზე. პროექტით მიკვლეულ იქნა და დღემდე გაუხმაურებელი ფაქტი მთელმა ამბროლაურმა შეიტყო ღვინო `ხვანჭკარის~ პირველმწარმოებლის დიმიტრი ყიფიანის შთამომავალთა შესახებ (ამონარიდი გაზეთიდან `ამბროლაურის მოამბე~).

• პროექტებს გამოეხმაურა მოსახლეობა, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, ადგილობრივი მთავრობა. რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დააფინანსა ჩვენს მიერ შედგენილი წიგნი, ოთხი პროექტის კრებული `რაჭული ტრადიციები~. ეს კი ჩვენს მიზანს _ ტრადიციების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ამას ისიც დაემატა, რომ ფაზისის საერთო აკადემიამ სამედიცინო ჟურნალ-კრებულში `ცოტნეიდელი~ ტომი III 2010 დაბეჭდა წიგნიდან ორო პროექტი. მოსწავლეები ყურადღებით და სიხარულით კითხულობენ მკითხველთა გამოხმაურებას.


№ 4
ინტერაქტიური თამაშები


ინტერაქტიული გაკვეთილების ჩატრება ხდება დაწყებით კლასებში მთელი სასწავლო წლის მანძილზე სპეციალური გაკვეთილების სახით და მათ ატარებს ფსიქოლოგი. თამაშების მიზანია:

• შემეცნებითი ფსიქიკური ფუნქციების განვითარება.

• სიტუაციის განალიზება და გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარება;

• კლასში კარგი ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბება;

• საკუთარი განცდების, ფიქრების და სურვილების გაზიარება სხვებისათვის.

• განტვირთვა და დაძაბულობის მოხსნა.

ინტერაქტიული გაკვეთილების ჩატარება ხდება ყველა დაწყებით კლასში, განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენება ²I კლასებში, რადგანაც ასეთი ტიპის თამაშები ხელს უწყობს ბავშვების სწრაფ ადაპტაციას სასკოლო გარემოსთან. კლასში კონკრეტული პრობლემების არსებობის შემთხვევაში მიზანშეწონილია წინასწარ მოხდეს ამ პრობლემების შესწავლა და გაანალიზება და შესაბამისად შეირჩეს და დაიგეგმოს გაკვეთილი.

ინტერაქტიული თამაშების საშუალებით ბავშვები იღებენ ახალ შთაბეჭდილებებს, სოციალურ გამოცდილებას, სწავლობენ ერთმანეთის მოსმენას, ხდება პოზიტიური თვითსეფასების ჩამოყალიბება. თამაშები არის ძალიან სახალისო, საინტერესო, ამიტომაც ბავშვები ყოველთვის დიდი მოუთმენლობით და სიხარულით ელოდებიან ასეთ გაკვეთილებს.

აქვე მოგვყავს ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილის ნიმუში:

თამაში - ,,საიდუმლო უცნობი”

მისი გამოყენება შესაძლებელია 7 წლის ასაკიდან, როცა ბავშვებმა უკვე იციან კითხვა. ბავშვებს ძალიან უყვართ ეს თამაში, რადგანაც მოსწონთ საიდუმლოების ამოცნობა. მათ უნდა გამოიყენონ მასწავლებლის სიტყვიერი და გრაფიკული მინიშნებები, იმისათვის, რომ გაარკვიონ, რომელი მოსწავლეა საიდუმლო უცნობი. კარგი იქნება თუ ამ თამაშს ხშირად გავიმეორებთ, რათა თითოეულ მოსწავლეს მივცეთ საშუალება იყოს ამოცნობილი.

თამაშის მიზანია ბავშვებს დაეხმაროს პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში, კომუნიკაციური უნარების განვითარებაში, ერთმანეთის უკეთ შეცნობაში.

თამაშისათვის საჭიროა მოზრდილი ფურცელი და ფლომასტერები.

წამყვანი: მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ თამაში, სადაც მე ჩავიფიქრებ ერთ- ერთ მოსწავლეს, თქვენ კი - უნდა გამოიცნოთ, ვისზეა საუბარი. მე თანდათანობით მოგცემთ მინიშნებებს ,,საიდუმლო უცნობის“ შესახებ. თუ თქვენ ჩათვლით, რომ გამოიცანით, ძალიან გთხოვთ, არ გაამხილოთ ეს საიდუმლო, მხოლოდ გაიღიმეთ...

წამყვანი ფურცელზე დიდი ასოებით აწერს სათაურს ,,საიდუმლო უცნობი“, ჩაიფიქრებს რომელიმე მოსწავლეს და წერს პირველი მინიშნებას. მაგ: ,,მე მაქვს ცისფერი თვალები“. იმისათვის, რომ გამარტივდეს კითხვის პროცესი, ტექსტს უნდა დავურთოთ შესაბამისი გრაფიკული ელემენტები. მაგ: სიტყვა ცისფერი დავწეროთ ცისფერი ფლომასტრით, იქვე შეგვიძლია მივახატოთ ცისფერი თვალები.

წამყვანი წერს შემდეგ მინიშნებას. მაგ: ,,მე მაქვს ქერა თმები“. ისევ უმატებს გრაფიკულ ილუსტრაციას და სთხოვს ბავშვებს ხმამაღლა წაიკითხონ ნაწერი.

ასე გრძელდება მინიშნება: რომელი თამაში უყვარს, ჰყავს თუ არა შინაური ცხოველი, რა პიროვნული ღირსებებია აქვს მას და ა. შ.

წამყვანი ახსენებს ბავშვებს, რომ თუ ისინი თვლიან, რომ იციან პასუხი, უნდა გაიღიმონ. თვითონ კი მინიშნებების ბოლოს მიაწერს: ,,ვინ ვარ მე?“

ბოლოს წამყვანი კიდევ ერთხელ კითხულობს ჩამოწერილ მინიშნებებს და ,,საიდუმლო უცნობს“ მიმართავს, რომ ადგეს. მინიშნებები უნდა იყოს კონკრეტული და არაორაზროვანი. როდესაც ჩაფიქრებულ მოსწავლეს სთხოვს წამოდგეს, წამყვანი მას უყურებს თვალებში. დასასრულს ამ მოსწავლეს გადაეცემა ეს ფურცელი, მას შეუძლია დახატოს მასზე საკუთარი პორტრეტი და წაიღოს სახლში.

კითხვები ანალიზისათვის:

-- რომელი მინიშნების შემდეგ მიხვდი, ვინ იყო ჩაფიქრებული?

-- ძნელი იყო შენთვის ასე დიდხანს შეგენახა პასუხი საიდუმლოდ?

-- ისურვებდი რომ შენ ყოფილიყავი ,,საიდუმლო უცნობი“?

თამაშის შემდეგ ბავშვები ფსიქოლოგთან ერთად აანალიზებენ და განიხილავენ მიღებული გამოცდილებას, გამოხატავენ თავის აზრს. ყოველთვის ხაზი უნდა გაესვას ბავშვების მიერ გამოტანილ დასკვნებს. განხილვის დროს ბავშვს უნდა ჰქონდეს საშუალება თქვას ის, რასაც ფიქრობს. ეს ნიშნავს იმას, რომ პედაგოგი არ აფასებს მის არც ერთ სიტყვას. თუ ბავშვი არ ერთვება დიალოგში და არ უნდა რაიმე გვიპასუხოს, არ ვაძალებთ, დაველოდებით სხვა დროს.

ინტერაქტიული თამაშების დაგეგმვისას მნიშვნელოვანი ფაქტორია დროის სწორად გადანაწილება, რაც არც თუ ისე მარტივია გადატვირთული ცხრილების გამო. კარგი იქნება თუ ამ თამაშებს დაეთმობა სპეციალური გაკვეთილი და ჩაატარებს ფსიქოლოგი, თუმცა ზოგიერთი მათგანის გამოყენება შეიძლება ჩვეულებრივი გაკვეთილის დროსაც, მასწავლებლის მიერ. ამ თამაშების დადებითი მხარე ისიცაა, რომ მასწავლებელს შეუძლია საკუთარი ფანტაზიაც გამოიყენოს და სიტუაციიდან გამომდინარე თამაშში ახალი ელემენტებიც შეიტანოს. ამ მხრივ განსაკუთრებით ხელსაყრელია ხელოვნებისა და სპორტის გაკვეთილები.

ხელოვნების გაკვეთილებისათვის მიზანშეწონილია თამაშები, რომლებიც დაკავშირებულია ხატვასთან, რაიმე სამუშაოს ერთობლივ შესრულებასთან, ჯგუფურ მუშაობასთან. ხატვა მნიშვნელოვანი განმამტკიცებელი ფაქტორია. საჭიროებისას ის ამშვიდებს და ადუნებს ბავშვს, ხსნის დაძაბულობას. ასეთი თამაშები ჯგუფის შეკვრას, ურთიერთპატივისცემის და ურთიერთდახმარების განვითარებას უწყობს ხელს.

სპორტის გაკვეთილებისათვის მიზანშეწონილია უფრო დინამიური, მოძრავი თამაშები, რომლებიც მეტ ფიზიკურ აქტივობას და შედარებით მეტ სივრცეს მოითხოვს, რის გამოც მათი ჩატარება კლასში მოუხერხებელია და შეიძლება ჩატარდეს როგორც სპორტულ დარბაზში, ასევე სკოლის ეზოშიც.

სხვა საგნების მასწავლებლებსაც შეუძლიათ მათტვის საინტერესო თამაშის შერჩევა.

ასევე სასარგებლოა ხანმოკლე თამაშები განტვირთვისათვის, რაც გაკვეთილებს შორის, ან ნებისმიერი გაკვეთილის დროს არის მიზანშეწონილი, თუკი მასწავლებელი შეამჩნევს ბავშვების გადაღლას, დაძაბულობას კლასში. განსაკუთრებით ეს ხშირია სასწავლო წლის დასაწყისში და ასევე არდადეგების შემდეგ. ასეთი თამაშები ბავშვებს ეხმარება დაძაბულობის მოხსნაში და განმუხტვაში.

როგორც ჩვენი სკოლის მაგალითმა გვაჩვენა, ფსიქოლოგიური თამაშების სისტემატიური გამოყენების შედეგად ხდება სასწავლო პროცესის გახალისება, მოსწავლეების გააქტიურება. ბავშვები იღებენ ემოციონალურ გამოცდილებას, უადვილდებათ სხვებთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება, უყალიბდებათ დადებითი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. ყველას სჭირდება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და სხვათა ღირსებების დანახვა, საერთო სიხარულის, სიამოვნების, აზარტის შეგრძნება, რაც თან ახლავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს. ამასთანავე, ასეთი გაკვეთილები ფსიქოლოგებს გვეხმარება უფრო ხშირი კონტაქტი გვქონდეს მოსწავლეებთან, უკეთ გავიცნოთ ისინი და დავამყაროთ მათთან სანდო და მეგობრული ურთიერთობა.

დასასრულს, გთავაზობთ რამოდენიმე თამაშის სქემას.

ინტერაქტიული თამაშების სქემები

(კ.ფოპელის მიხედვით)

თამაში ,,საყვარელი ნივთები“ (8 წლიდან)

მიზანი: ბავშვები, რომლებიც თავიანთ თანაკლასელებთან ერთად განიხილავენ მათთვის საყვარელ და ძვირფას ნივთებს, ეძლევათ საშუალება განივითარონ კომუნიკაციის უნარები. ამავე დროს თამაში ხელს უწყობს ჯგუფის შეკვრას.

ინსტრუქცია: ბავშვები იყოფიან სამეულებად. ერთ-ერთი მათგანი უყვება დანარჩენებს რაიმე საგნის შესახებ, რომელიც მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება იყოს სათამაშო, წიგნი ან თუნდაც მაგიდა, სადაც საღამოობით მთელი ოჯახი იყრის თავს. მან კარგად უნდა ახსნას, რატომ არის ძვირფასი მისთვის სწორედ ეს ნივთი და რატომ უნდა მის შესახებ საუბარი. დანარჩენები ყურადღებით ისმენენ და იმახსოვრებენ მის საუბარს, რათა შეძლონ სემდგომ სხვებს მოუყვნენ ამის შესახებ. ( 5 წუთი) შემდეგ ბავშვები ერთიანდებიან და თითოეული მათგანი უყვება კლასს იმ ნივთის შესახებ, რომელიც ასე ძალიან უყვარს მისი სამეულის ერთ-ერთ წევრს და რატომ არის ეს ნივთი მისთვის ასეთი ძვირფასი.

სავარჯიშოს ანალიზი:

-- არის თუ არა ნივთები, რომლებიც ერთნაირად ძვირფასია ბევრი ბავშვისათვის?

-- რომელი ნივთებია ძვირფასი შენი მშობლებისთვის?

-- რომელი ნივთია განსაკუთრებით ძვირფასი შენი საუკეთესო მეგობრისათვის?

-- რომელი ნივთი იყო შენთვის მნიშვნელოვანი ადრე და შემდეგ დაკარგა თავისი

მნიშვნელობა?

-- რას გრძნობ, როცა შეგიძლია სხვებს მოუყვე შენტვის მნიშვნელოვანი ნივთის შესახებ?

თამაში ,,დაიჭირე თაგუნა“ ( 6 წლიდან )

მიზანი: გექნებათ საშუალება ოდნავ შეისვენოთ სანამ ბავშვები ჩუმად მოძრაობენ ოთახში. ბავშვებისათვის ეს რის სასიამოვნო შესვენება მუსაობასი, რაც შემდეგ საშუალებას მისცემთ ისევ მოიკრიბონ ყურადრება და ენერგია. ამის სემდეგ ბავშვები უკეთ შეძლებენ ისეთი დავალებების შესრულებას, რაც ყურადღების მობილიზაციას მოითხოვს.

ინსტრუქცია: წარმოიდგინეთ, რომ სწორედ ახლა და სწორედ აქ დაიჭერთ თაგვს. წარმოიდგინეთ ლამაზი, თეთრი თაგუნია წაწვეტებული სახითა და სიმპატიური ნაცრისფერი თვალებით, რომელიც სწრაფად მოძრაობს იატაკზე თავისი ოთხი პაწია თათით. თქვენ უნდა იმოძრაოთ სრულიად უხმაუროდ, რომ არ დააფრთხოთ ეს პატარა ცხოველი. რაც შეიძლება ნელა მიეპარეთ თქვენს თაგუნიას, გაიარეთ მთელი ოთახი, მიდით თქვენს ადგილთან. დაე თქვენი თაგვი დარჩეს თქვენს წინ მჯდომარე. თუ გინდათ, შეგიძლიათ თქვენს დგილზე აიყვანეთ ხელში და მიეფერეთ, ან უბრალოდ უყურეთ ყურადღებით, როგორ ზის და იყურება აქეთ-იქით... (დაელოდეთ, სანამ ყველა ბავშვი თავის ადგილს დაუბრუნდება.) ახლა დაემშვიდობეთ თქვენს თაგუნიას და გონებაში თვალი მიადევნეთ როგორ გაიქცევა ყველა თაგვი კარისკენ. მე ოდნავ გავაღებ კარს, რომ ყველამათგანმა შეძლოს გასვლა.

თამაში ,,ჯარისკაცი და ნაჭრის თოჯინა“ (6 წლიდან)

მიზანი: ეს მარტივი თავაში საშუალებას მისცემს ბავსვებს მოდუნდნენ, როცა ისინი ძალიან დაძაბულები, ან გადაღლილები არიან. კუნთების სწრაფად დაძაბვა და შემდეგ მოდუნება - ესაა მოთენთვის გამოცდილი და საიმედო საშუალება.

ინსტრუქცია: ყველა ადექით და ისე განთავსდით, რომ თითოეული თქვენგანის გარშემნო თავისუფალი ადგილი იყოს. სულ მთლიანად გასწორდით და გაიჭიმეთ, როგორც ჯარისკაცი. გაშეშდით ამ პოზაში, თითქოს გაიყინეთ, არ გაინძრეთ. (აჩვენეთ ბავშვებს ეს პოზა.)

ახლა დაიხარეთ წინ და ჩამოყარეთ ხელები ისე, რომ ისინი ჩვარივით ეკიდოს. ისეთივე რბილი და მოქნილი იყავით, როგორც ნაჭრის თოჯინა. ( აჩვენეთ ბავშვებს პოზა.) ოდნავ მოხარეთ მუხლები და იგრძენით როგორ ხდება თქვენი ძვლები რბილი, ხოლო სახსრები ძალიან მოძრავი...

ახლა ისევ აჩვენეთ ჯარისკაცი, გაჭიმული, სრულიად სწორი და უძრავი, თითქოს ხისგანაა გამოთლილი. ( 10 წმ.)

ახლა ისევ იქეცით ნაჭრის თოჯინად, რბილი, მოდუნებული და მოძრავი...

ისევ იქეცით ჯარისკაცად... (10 წმ.)

ახლა ისევ ნაჭრის თოჯინად... სთხოვეთ ბავშვებს მონაცვლეობით იქცნენ ჯარისკაცად და თოჯინად, სანამ არ შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი უკვე მთლიანად მოითენთნენ.

ახლა აიქნიეთ ხელები, თითქოს მისგან წყლის წვეთების მოცილება გინდოდეთ. ჩამოიფერთხეთ წყლის წვეთები ზურგიდან... ახლა ჩამოიცილეთ თმიდან... ახლა ფეხებიდან და ტერფებიდან...

თამაში ,,ღრუბელზე მოგზაურობა“ ( 6 წლიდან )

მიზანი: ეს თამაში დაგეხმარებათ ბავშვის მოყვანას ,,მუშა“ მდგომარეობაში მეცადინეობის დაწყებამდე. ასევე ავითარებს წარმოსახვას.

მასალა: ფერადი ფანქრები და ფურცლები.

ფონად სასურველია გამოვიყენოთ მშვიდი მუსიკა.

ინსტრუქცია: დაჯექით მოხერხებულად და დახუჭეთ თვალები. ორ-სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ...

მე მინდა დაგპატიჟო ღრუბელზე მოგზაურობაზე. შემოხტი თეთრ ფუმფულა ღრუბელზე, რომელიც გავს გაბერილი ბალიშების რბილ მასას. იგრძენი როგორ მოთავსდნენ მოხერხებულად შენი ფეხები, ზურგი, ტანი ღრუბლის დიდ ბალიშზე.

ახლა იწყება მოგზაურობა შენი ღრუბელი ნელ-ნელა ადის ლურჯ ცაში. გრძნობ, როგორ გიბერავს ქარი სახეში?

აქ, მაღლა ცაში ყველაფერი მშვიდია და ჩუმი. ახლა შენმა ღრუბელმა ნელა გადაგიყვანოს ისეთ ადგილას, სადაც ბედნიერი იქნები.

შეეცადე გონებაში ,,დაინახო“ ის ადგილი, რაც შეიძლება ზუსტად. აქ თავს სრულიად მშვიდად და ბედნიერად გრძნობ. აქ შეიძლება მოხდეს რაიმე საოცარი და ჯადოსნური...

ახლა ისევ შენს ღრუბელზე ხარ და მას უკან მოჰყავხარ შენს ადგილზე კლასში. გადმოძვერი ღრუბლიდან და მადლობა მოუხადე მას იმისთვის, რომ ასე კარგად გაგასეირნა...

ახლა უყურე როგორ დადნება ის ნელ-ნელა ჰაერში... გაიჭიმე, გაიმართე და ისევ მხნე და ყურადღებიანი იყავი.

ანალიზი: სასურველია თამაშის შემდეგ ბავშვებმა დახატონ ღრუბლებიდან დანახული სამყარო, დაათვალიერონ ნახატები და გაუზიარონ ერთმანეთს შთაბეჭდილება.

თამაში ,, მოიფიქრე შეკითხვა“ ( 8 წლიდან)

მიზანი: როდესაც რაიმე თემაზე ბავშვი სწავლობს კარგი კითხვის დასმას, ის თვითონ ცდილობს პასუხი გასცეს მისთვის საინტერესო შეკითხვას. ეს თამაში ბავშვს ასწავლის კითხვის დასმის ხელოვნებას. მისი გამოყენება შეიძლება ახალ-ახალი თემების დროს. აირჩიეთ ბავშვის ასაკისათვის შესაფერისი თემატიკა და სერიოზულად მოეკიდეთ მათ დასმულ ყველა შეკითხვას. გარდა ამისა, აუხსენით მათ, რომ კარგი კითხვის დასმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი და სწორი პასუხის მოფიქრება.

ინსტრუქცია: დღეს მე მინდა დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა:

-- თქვენს შორის ვის უნდა გახდეს მასწავლებელი?

-- ვის უნდა გახდეს მკვლევარი?

-- გინდათ, რომ გყავდეთ ცხენი?

--გსურთ, სახლში გყავდეთ ძაღლი?

--ვის უნდა დასვას შეკითხვა?

-- ვის უნდა გასცეს პასუხი?

მე მინდა თქვენთან ერთად ვითამაშო თამაში, რომელსაც ჰქვია ,, მოიფიქრე შეკითხვა“. კითხვა - ეს არის თავისებური იარაღი, რომლის საშუალებითაც შევძლებთ უკეთ გავიცნოთ სხვა ადამიანი, გავიგოთ მისი ინტერესები და სურვილები.

გარდა ამისა, კითხვების საშუალებით ჩვენ შევძლებთ უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და გარე სამყაროც. მე ახლა თქვენ მოგცემთ სიტყვა-გასაღებს და ვნახავ რამდენი კითხვის მოფიქრებას შესძლებთ ამ სიტყვაზე. მაგალითად პირველი სიტყვაა - პური. თქვენ დასვით შეკითხვები, მე მათ დავწერ დაფაზე.

სხვა მნიშვნელოვანი სიტყვა-გასაღები უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთათვის შეიძლება იყოს: მზე, წყალი, ჰაერი, სხეული, მეგობრები, მშობლები, სამსახური, მუსიკა, სიზმარი და ა.შ. მოგვიანებით ბავშვებთან ერთად განიხილეთ, რომელი კითხვები იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო. ასეთი შეკითხვები შეიძლება ცალკე გამოვიკვლიოთ და გავაანალიზოთ.

ამ თამაშის კიდევ ერთი ვარიანტია, კლასში მოვიტანოთ სხვადასხვა სიტუაციის ამსახველი საინტერესო სურათები, რომლებზეც ჩანს ადამიანების ემოცია და ბავშვებს ვთხოვოთ მოიფიქრონ, რა კიტხვებს დაუსმევდნენ მათ.

ანალიზი:

-- ადვილია კითხვების მოფიქრება?

-- რატომ არის შეკითხვა მნიშვნელოვანი?

--თვითონ როგორ უპასუხებდი საკუთარ შეკითხვებს?

--ვინ სვამს თქვენს კლასში ყველაზე მეტ შეკითხვას?

-- არსებობენ ,,აკრძალული“ კითხვები?

თამაში ,,ღიმილი“ ( 8 წლიდან )

მიზანი: ეს თამაში-ფანტაზია ქმნის კარგ განწყობილებას და ასევე მატებს მხნეობას და სიახლის მიღების მზაობას. მისი გამოყენება კარგია მეცადინეობებს შორის.

ინსტრუქცია: დაჯექით მოხერხებულად და დახუჭეთ თვალები. სამჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ...

თითოეული ამოსუნთქვისას შეგიძლია იგრძნო, როგორ დუნდება უფრო და უფრო შენი სახე. დაე, თითოეულ ამოსუნთქვასთან ერთად მოდუნდეს შენი პირი, ცხვირი, ცხვირი, ყურები, შუბლი,თვალები...

ახლა ჩაისუნთქე ღრმად და შეაკავე სუნთქვა. გადააგდე თავი უკან და ისე ძლიერად ამოისუნთქე, რომ აერმა ჭერამდე მიაღწიოს...

გაიმეორე ეს კიდევ ერთხელ...

რრმად ჩაისუნთქე... შეაკავე ჰაერი... გადააგდე თავი... ძლიერად ამოისუნთქე...

ახლა ისევ ჩაისუნთქე და როდესაც ამჯერად ამოისუნთქავ, შეეცადე გაიღიმო. იგრძენი ღიმილისგან როგორ გადაიჭიმება შენი ტუჩები და როგორ დაიძაბება ლოყის კუნთები...

გააკეთე ეს კიდევ ერთხელ და შეეცადე უფრო ფართოდ გაიღიმო. წარმოიგდინე, რომ შენს წინ ნახატზე ხედავ ლამაზ მზეს, რომლის პირიც გახსნილია დიდი მეგობრული ღიმილით. ( გაიმეორეთ ეს ნაბიჯი სანამ თქვენ ყველა ბავშვის სახეზე არ დაინახავთ ღიმილს.)

ახლა, როდესაც კვლავ გაიღიმებ, იგრძენი, როგორ გადადის ღიმილი შენს ხელებში, აღწევს მტევნებამდე. შესაძლოა მტევნებში მსუბუქი ჩხვლეტა იგრძნო. ისუნთქე და გაიღიმე... და იგრძენი, როგორ აივსება მზის მომღიმარი ძალით შენი ხელები და მტევნები.

როდესაც ისევ გაიღიმებ, იგრძენი როგორ დაეშვება შენი ღიმილი სულ უფრო და უფრო დაბლა და მიაღწევს ფეხებამდე, ტერფის სულ კიდემდე. შესაძლოა შეამჩნიო როგორ დაიწყებს შენი ფეხები და ტერფები შეკრთომას ამ მომღიმარი მზის ძალისგან.

შეიგრძენი ღიმილი მთელ შენს ტანში. ღიმილისას შენ თავს კარგად გრძნობ, შეიგრძნობ სიხარულს შენი სხეულის ყველა უჯრედით.

ახლა ისევ ღრმად ჩაისუნთქე და წამით შეაჩერე სუნთქვა. წარმოიდგინე, რომ შენს მკერდში არის დიდი ოქროს ბურთი. ესაა ნამდვილი მზე შენს შიგნით, შენი გულის შიგნით. როდესაც ახლა ამოისუნთქავ, დაე, ამ მზემ გაიღიმოს. ისევ შეისუნთქე ჰაერი, შეიკავე სუნთქვა და იგრძენი შენს შიგნით როგორ იღიმის მზე ფართოდ და მეგობრულად. როცა ისევ ღრმად ჩაისუნთქავ, შეძლებ შეამჩნიო როგორი სიმშვიდე, უშფოთველობა და სიხარული დაგეუფლება. შენ შეძლებ შენს თავში ეს სასიამოვნო გრძნობა გამოიწვიო, როდესაც გაიხსენებ მომრიმარი მზის სურათს.

ახლა ოდნავ გაიჭიმე და გაიმართე. გაახილე თვალები და ისევ დაბრუნდი ჩვენთან ამ ოთახში.